გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კვლავ სროლის ხმა ისმის (ფოტოკოლაჟი)

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც 17 საათზე მეტია სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სპეცოპერაცია განახლდა და კვლავ სროლის ხმა ისმის.

როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ტერიტორიაზე გაზრდილია სპეცრაზმელთა რაოდენობა.

ადგილზე ასევე მოხდა სპეცტექნიკის შეყვანა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

ადგილობრივი მოსახლეობა სამართალდამცველთა მიერ ევაკუირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები