იან კელი: ვიცით, რომ გარკვეული ზომებია მიღებული, რათა სპეცოპერაციის დროს ხალხი არ დაზარალდეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ, კომენტარი გააკეთა.
როგორც იან კელიმ აღნიშნა, სპეცოპერაციის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება.
“ყველაზე მეტად გვაღელვებს უსაფრთხოება, პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. ვიცით, რომ გარკვეული ზომებია მიღებული, რათა სპეცოპერაციის დროს ხალხი არ დაზარალდეს, ყველაზე მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოება. ორი საკითხია, პირველი ოპერაციის დროს არ უნდა დაშავდეს არავინ, მეორე – სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, სამართალდამცველებმა საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიაწოდონ”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები