გივი თარგამაძე: ახლა ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ სპეცრაზმს, პოლიციელებს, რათა ნაკლები მსხვერპლით დაასრულონ ოპერაცია

„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას, სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსით ეხმაურება:
„პირველ რიგში – დამთავრდეს ოპერაცია. ახლა ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ სპეცრაზმს, პოლიციელებს, რათა წარმატებით და ნაკლები მსხვერპლით დაასრულონ ოპერაცია, დაიცვან მოსახლეობის უსაფრთხოება. უნდა ვუგულშემატკივროთ დაჭრილ სპეცრაზმელს და მისი ოჯახის წევრებს, ექიმებს, რომლებიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ყველაფერი დანარჩენი – შემდეგ“,- წერს თარგამაძე.
სპეცოპერაცია 17 საათია, მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი, ოპერაციის საწყის ეტაპზე, აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტერორისტებთან, სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები