სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა გააჟღერა.

მისივე განმარტებით, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის სადარბაზოდან და მიმდებარე ტერიტორიიდან განხორციელდა, სადაც უშუალოდ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საზოგადოებას მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას მოვლენათა განვითარების შესაბამისად მიაწვდის. მოსახლეობას მოვუწოდებთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ და სამართალდამცველთა მითითებებს დაემორჩილონ“, – განაცხადა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები