სპეცოპერაციას სახალხო დამცველი ეხმაურება

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ეხმაურება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე პროცესს ომბუდსმენის აპარატი აკვირდება.

სახალხო დამცველის თქმით, ნებისმიერი ასეთი ოპერაციის დროს, პირველ რიგში, სამოქალაქო მოსახლეობის უფლება უნდა იყოს დაცული.
„ნებისმიერი ასეთი ოპერაციის დროს, პირველ რიგში, სამოქალაქო მოსახლეობის უფლება უნდა იყოს დაცული. შევისწავლით რამდენად იყო ეს მოთხოვნები დაცული. აუცილებელია, ასეთი ოპერაციების დაგეგმვისას, გათვალისწინებული იყოს, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანების უფლებები“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, 16 საათზე მეტია, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ტერორისტებთან კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები