სპეცოპერაციის ადგილზე ერთი ჯავშან-მანქანა და სამხედროები გამოჩნდნენ

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციაზე, დამატებით ჯავშან-მანქანა შეიყვანეს, ადგილზე სამხედროებიც იმყოფებიან.

სპეცოპერაციის ადგილზე ცოტა ხნის წინ, დამატებით, რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი რჩება.

შეგახსენებთ, რომ სროლისა და აფეთქებების ხმა 16 საათზე მეტია გრძელდება.
ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები