გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მიმდინარეობს

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არასრულწლოვნებს ტერიტორიის დატოვებაში ეხმარებიან.

მოსახლეობა ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად დატოვოს საცხოვრობელი სახლი, რადგან სროლისა და აფეთქებების ხმა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

ამ წუთებში 16 საათის წინ დაწყებული სპეცოპერაცია კვლავ გრძელდება. სპეცრაზმი ცდილობს დანაშაულში ეჭვმიტანილები აიყვანოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გვიან ღამით, განცხადება გაავრცელა: “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები