სპეცოპერაციის ადგილზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მე-3 და მე-4 სართულებზე ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)

თვითმხილველები თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც გვიან ღამიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ვიდეოს ავრცელებენ. კადრებში ჩანს ბინა, რომელშიც ხანძარია.

ცეცხლი, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მე-3 და მე-4 სართულებზეა გავრცელებული.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების სამსახურის დამატებითი ბრიგადებიც შევიდა.

ამ დროისთვის, სპეცოპერაციის ადგილზე სროლის და აფეთქებების ხმა აღარ ისმის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები