გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას სპეცრაზმელი დაიჭრა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას სპეცრაზმელი დაიჭრა. “კვირას” ინფორმაციით, დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ცნობილია, რომ სამართალდამცველი თავის არეშია დაჭრილი.
სალოსის ქუჩაზე სროლისა და აფეთქებების ხმა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა. სპეცოპერაცია 16 საათია მიმდინარეობს.
ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები