სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ, დაჭრილი პირი გამოიყვანეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც გვიან ღამიდან მოყოლებული, სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რამდენიმე წუთის წინ, სავარაუდოდ, ერთი დაჭრილი პირი სასწრაფო დახმარების მანქანით გაიყვანეს.

ადგილზე სროლის ხმა ისმის. ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთის წინ, სახანძრო მანქანა შევიდა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მე-3 და მე-4 სართულებზეა გავრცელებული.

15 საათზე მეტია, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.

სუს-ის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით, ცეცხლი გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები