არჩილ გამზარდია საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვაგან გადატანის საწინააღმდეგო არგუმენტებს ვერ ხედავს

ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის აუქციონზე გატანის და მაუწყებლის სხვა ადგილზე გადატანასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი საწინააღმდეგო არგუმენტები ამ ეტაპზე არ ჩანს.
მისი თქმით, როდესაც აღნიშნული ინიციატივის უფრო სიღრმისეული შესწავლა დაიწყება, შესაძლოა მერე წარმოჩინდეს სხვა გარემოებები.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვაგან გადატანის საკითხი ორი ასპექტით უნდა იყოს განხილული. ერთი – ეკონომიკური ეფექტი და მიზანშეწონილობა, მეორე – საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯისთვის ძველ შენობაში ყოფნას თუ აქვს მნიშვნელობა. ტელევიზიებისთვის დღეს ბევრად უფრო მოქნილი და მინიატურული საჭიროებები არსებობს. ამიტომაც აქვთ ტელევიზიებს სხვადასხვა სივრცეები სხვადასხვა ადგილას. არ იქნებოდა ურიგო სადმე გაკეთდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა შინაარსი შეიძინოს. აღნიშნულმა ტერიტორიამ კი უფრო ეფექტური სარგებლიანობა მოიტანოს. ერთი შეხედვით არ ჩანს რაღაც ფაქტორები, რომლებიც ამ იდეას განსაკუთრებულად ხელს უშლიდეს. თუმცა, ეს ფაქტორები შეიძლება განხილვისას წარმოჩინდეს“, – აღნიშნავს არჩილ გამზარდია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები