რუსეთის კოლონიაში, ქალი სასულიერო პირს ხმლით თავს დაესხა

ნოვოსიბირსკში გამოსასწორებელი კოლონიის თანამშრომელმა ქალმა სასულიერო პირის მოკვლა სცადა.
როგორც საგამოძიებო უწყება იუწყება, 26 წლის ქალი, რომელიც კოლონიაში კონტრაქტით მუშაობდა, დილის საათებში ადმინისტრაციულ შენობაში შევიდა და მართლმადიდებელ მღვდელს ხმლით გაუსწორდა.
მან სასულიერო პირს თავის არესა და სხეულზე რამდენიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა, ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო-მას კოლონიის თანამშრომლებმა შეიპყრეს და ხმალი წაართვეს. ქალი დაკავებულია, მკვლელობის მცდელობის ფაქტზე კი გამოძიება მიმდინარეობს. სასულიერო პირს სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა უტარდება. თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები