რადიოაქტიური იზოტოპი Ru-106, ჩელიაბინსკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა

ჩელიაბინსკის ტერიტორიაზე რადიაციული დასხივების ფაქტს, ერთ-ერთი რუსული სააგენტო ადასტურებს.
ჩელიაბინსკის მიმდებარე ტერიტორია, რადიოაქტიური იზოტოპებით დაბინძურდა
25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, ბეტა აქტივობის ჭარბი რადიოაქტიურობა სამხრეთ ურალის ყველა პოსტზე გამოვლინდა. რადიოაქტიური იზოტოპი Ru-106 არგაიაშისა და ნოვოგორნის ტერიტორიაზე გამოიკვეთა.
29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, Ru-106 მცირე რაოდენობით, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ეს დასახლებული პუნქტები განლაგებულია ბირთვული იარაღის კომპონენტების, იზოტოპების, აგრეთვე დახარჯული ბირთვული საწვავის შენახვისა და აღდგენის საწარმოებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები