აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების გადაცემის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭირა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს. პრესრელიზში ნათქვამია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე გააცნეს კონგრესსაც.
„საქართველოს მთავრობამ მოითხოვა ანტისარაკეტო კომპლექს Javelin-ის 410 რაკეტის, 72 სამიზნე-გამშვები ბლოკის, 10 სასწავლო კომპლექსისა და 70 ჭურვის შეძენა. ამასთან, აშშ-ის მთავრობა მზადაა, საქართველოში ტექნიკის ტრანსპორტირება და მისი ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოს“, – ნათქვამია პრესრელიზში.
განცხადებაში განმარტებულია, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ გარიგება დასრულებული არ არის და მისი გადახედვა კონგრესს შეუძლია.