ერდოღანის მთავრობამ თურქეთში 51 მასწავლებელი დაიჭირა

თურქეთში მოძრაობა “ჰიზმეტის” ლიდერ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 51-მდე მასწავლებელი დააკავეს. რომლებიც მანამდე სამსახურიდან დაითხოვეს.
თურქული მედიის ცნობით, პროკურატურამ ჯამში 107 პედაგოგის დაკავებაზე გასცა ორდერი. დანარჩენი პედაგოგების დაკავების პროცესი გრძელდება.

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას. მოძრაობა “ჰიზმეტის” ლიდერი ბრალდებას უარყოფს.

2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 250-მდე ადამიანი დაიღუპა, 2200-ზე მეტი კი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო.

ფეთჰულა გიულენი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მისი გადაცემის მოთხოვნით თურქეთმა შტატებს არა ერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. თავად ფეთჰულა გიულენს მიაჩნია, რომ აშშ მის თურქეთში ექსტრადიციას არ მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები