ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ პატრიოტთა ალიანსის წევრი აირჩიეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვს საათზე მეტია საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირსპირების ფონზე მიმდინარეობს.
მას შემდეგ, რაც საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს, „ოცნების“ უხუცესმა დეპუტატმა სხდომა დახურულად გამოაცხადა. მან დარბაზი თანაგუნდელებთან ერთად დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ საკრებულო მმართველი გუნდის წევრებმა დატოვეს, ოპოზიცია სრული შემადგენლობით დარბაზში დარჩა.
„ჩვენ, ოპოზიცია ვართ უმრავლესობაში, საკრებულოს თავმჯდომარეს ავირჩევთ და მომავალ სხდომას დავნიშნავთ“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ზაზა ჩაჩანიძემ.
ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატი „პატრიოტთა ალინასიდან“ ზაზა ჩაჩანიძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი ვახტანგ ქვათაძე დაასახელა.
კენჭისყრის შემდეგ კი, გაირკვა, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ჩაჩანიძე გახდა.