ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა კოლეგას ბოთლი ესროლა

ბორჯომის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ არბოლიშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატს, გიორგი გიუაშვილს წყლით სავსე ბოთლი ესროლა, – ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს.

მაუწყებლის ინფორმაციით, ინციდენტი საკრებულოს სხდომაზე მოხდა, სადაც განხილვა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის მიმდინარეობისას რამდენიმე დეპუტატს სასწრაფო დახმარებაც კი დასჭირდა.

დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ დღევანდელი დღის წესრიგით, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ არის. ამის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომის შეჩერებას და დღის წესრიგში საკითხის დამატებას ითხოვენ, რასაც უმრავლესობა არ ეთანხმება.

ამ დროისთვის სამანდატო კომისიამ საკრებულოს 28 წევრის უფლებამოსილება სცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები