ბათუმში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით შსს-მ საქმე აღძრა

ბათუმში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის  259-ე პრიმა მუხლით დაიწყო,   რაც უკანონო არქეოლოგიურ სამუშაოებს ან არქეოლოგიური ობიექტის დაზიანებას გულისხმობს.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, საკანალიზაციო სისტემის სამუშაოებისას, კომპანია “ფაიფერი და გზის” თანამშრომლებმა, გათხრების შედეგად ქვევრი აღმოაჩინეს, რაც მუშებმა ჯერ ქვით დააზიანეს, შემდეგ კი მძიმე ტექნიკით დაამსხვრიეს. ფაქტთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უმკაცრესი რეაგირება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები