ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია საკრებულოს თავმჯდომარე გახდა

ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. კაკულიას მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.
საკრებულოს სხდომას 25-ივე დეპუტატი ესწრებოდა, ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა კი, 22-მა მიიღო.
დღესვე სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია აირჩიეს. აღნიშნულ კანდიდატურას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა.
სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ფარულ კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,შენების მოძრაობის“ დეპუტატები.
საკრებულოს დეპუტატის ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, მათი პროტესტი არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია.
მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომა ფოთის #70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიამ გახსნა.
მმართველ გუნდს ფოთის საკრებულოში 18 დეპუტატი ჰყავს, აქედან 10 მაჟორიტარული წესით არჩეული, 8 კი პროპორციული სისტემით გამარჯვებული. ადგილობრივ არჩევნებში ორი მანდატი მიიღო ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“, თითო-თითო დეპუტატი შევიდა საკრებულოში ,,ევროპული საქართველოდან“, ,,პატრიოტთა ალიანსიდან“, ,,შენების მოძრაობიდან“, ,,ლეიბორისტული პარტიიდან“ და ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოდან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები