ირაკლი კობახიძე ბელორუსის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბელორუსის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, შეხვედრა ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ადრეიჩენკოსთან გამართა.

ვლადიმირ ადრეიჩენკოს განცხადებით, ირაკლი კობახიძისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი პირველი უმაღლესი რანგის საპარლამენტო ვიზიტია ორი ქვეყნის ურთიერთობის განმავლობაში, რაც  დინამიურ ორმხრივ ურთიერთობებზე მეტყველებს. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ, ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ბელორუსის მხრიდან, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკას შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების აქტიური მუშაობისა და გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ეკონომიკურ, ფინანსურ, მედიცინის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები