ნაირა გელაშვილი: “სახალხო დამცველმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცებს, ბოროტმოქმედებს ტოლერანტობის წოდება მიანიჭა”

კავკასიური სახლის ხელმძღვანელი, მწერალი ნაირა გელაშვილი განმარტავს, თუ რატომ დაუბრუნა სახალხო დამცველს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მიღებული ჯილდო უკან.
ნაირა გელაშვილის თქმით, მისი პროტესტი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემამ გამოიწვია.
„იგივე ჯილდოს აძლევენ სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ბოროტმოქმედებს, რომლებსაც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ჩვენ არ გვინდა, ასეთ ხალხთან ვიყოთ გათანაბრებულები. ვგულისხმობ, გიგა ბოკერიას,“რუსთავი2“-ს, რომელიც იყო სიცრუის კონვეიერი“, -აცხადებს მწერალი.
მისი თქმით, სახალხო დამცველის, მისი აპარატის იდეა არის ჩაგრულთა გვერდში ყოფნა, დაუცველთა დაცვა და არა მოძალადეების გვერდში დგომა.
„სახალხო დამცველმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცებს, ბოროტმოქმედებს მიანიჭა ტოლერანტობის წოდება. ცნობილი 7 ნოემბრის ათი წლის თავზე არნახული ხოცვის პარალელურად, ჯილდოს მინიჭება ბოკერიასთავის არის დაცინვა, რომელიც ყოველთვის იყო რუპორი ამ პროცესების“, – განაცხადა ნაირა გელაშვილმა.
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ, საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, მწერლები, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები