“თუ კალაძე არგუმენტირებულად წარმოადგენს, რაში უნდა დაიხარჯოს გაზრდილი ბიუჯეტი, ამაზე მთავრობა იმსჯელებს”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, თბილისის მერის კახა კალაძის იმ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს.
ძიძიგური მიიჩნევს, რომ ის დაპირებები უნდა შესრულდეს, რომელიც თბილისელების მიმართ იყო გაცემული.
„არ ვფიქრობ, რომ თბილისს დიდი ბიუჯეტი აქვს. თუ ბიუჯეტის გაზრდა მოხდება და ქალაქის მერი არგუმენტირებულად წარმოადგენს იმას, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ეს ყველაფერი, ამაზე მსჯელობა მთავრობაში იქნება და გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – დასძინა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები