ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს ჯილდო უკან დაუბრუნა

კავკასიური სახლის ხელმძღვანელმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა, ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მიღებული ჯილდო, სახალხო დამცველის აპარატს უკან დაუბრუნა.
ინფორმაცია „კვირას“ თავად ნაირა გელაშვილმა დაუდასტურა. მწერალი სახალხო დამცველის ოფისში უკვე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, მწერლები, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები