კახაბერ გვანცელაძე: ჩვენი მიზანია, ახალი ბაღების მშენებლობა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა
“ჩვენი მიზანია ახალი ბაღების მშენებლობა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და ბაღების ინსტიტუციური განვითარება“, – ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.
როგორც გვანცელაძემ აღნიშნა, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელად მუშაობის პირველი დღე აქვს და აპირებს, გაეცნოს სააგენტოს მუშაობის პრინციპებს.
“ჩვენი მიზანია ახალი ბაღების მშენებლობა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და ბაღების ინსტიტუციური განვითარება, სწორედ ამ პრიორიტეტებით ვიმუშავებ ჩემს გუნდთან ერთად”, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, „კანონის შესაბამისად ბაღების მომსახურება უფასოა და ჩვენ ვექვემდებარებით ამ კანონმდებლობას“.