„ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციები გრძელდება, რათა დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი გაიზარდოს“

გრძელდება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან, კახა კალაძის მხრიდან, რომ დედაქალაქს 2018 წლის ბიუჯეტი გაუზარდოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დაგეგმილია, რომ თბილისის ბიუჯეტის არსებულ პროექტს საკრებულოდან გამოითხოვენ და მის ხარჯვით ნაწილში რამდენიმე ცვლილება განხორციელდება.
“რამდენიმე საგზაო და სატრანსპორტო პროექტის ასახვა მოხდება 2018 წლის ბიუჯეტში. ძირითადად, განიხილება ის პროექტები, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას დავპირდით. არსებითი ცვლილება იქნება ბიუჯეტის. საშემოსავლო ნაწილში შენიშვნები არ გვაქვს, სწორად იყო დაგეგმილი, თუმცა, ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ. გრძელდება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან, კახა კალაძის მხრიდან, რომ დედაქალაქს 2018 წლის ბიუჯეტი გაუზარდოს, რათა ყველა ის პროექტი განვახორციელოთ, რომელიც მოსახლეობას დავპირდით. ველოდებით, რომ საბიუჯეტო ტრანსფერი, საბიუჯეტო დაფინანსება გაიზრდება და ეს თანხა საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს მოხმარდება,”- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები