მოგზაურობა გმირების სამყაროში #1 ბარათის მფლობელებისთვის

0

ყველას, ვისაც #1 ბარათი აქვს, თიბისი ბანკი და მასტერქარდი განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებs. სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ მოიგონ საგზური მთელი ოჯახისთვის სუპერგმირების სამყაროში (2 მშობელი და 2 ბავშვი) ქალაქ დუბაიში. საგზურის მისაღებად საკმარისია განახორციელო ყველაზე მეტი გადახდა #1 ბარათით 15 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ან  5 დეკემბრიდან – 2018 წლის 1 იანვრის ჩათვლით.

საგზურში შედის :

  • ორმხრივი ავიაბილეთი;
  • 5 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება 5 დღის განმავლობაში;
  • 1 დღე „მარველის” ატრაქციონების პარკში IMG World of Adventure;
  • სადილი „მარველის” თემატურ კაფეში;
  • დუბაის შადრევნების შოუზე დასწრება;
  • ბურჯ ხალიფას ტური;
  • სამოგზაურო დაზღვევა.

თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს #1 ბარათი,  მისი აღება შესაძლებელია თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბარათის ყველა მფლობელი ავტომატურად ერთვება გათამაშებაში. საგზურის მფლობელი გამარჯვებული ოჯახების გამოცხადება მოხდება არაუგვიანეს 2018 წლის იანვრისა. მოგზაურობა დუბაიში დაგეგმილია 2018 წლის გაზაფხულზე.

 

R

კომენტარები

კომენტარი