იან კელი: ყველანი ვცდილობთ, რომ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს

0

ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს, – ეს განცხადება საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს ეძღვნება.
“წელს უკვე მესამე წელია, რაც ამ კონფერენციაში ვმონაწილეობთ, რომელიც ამერიკათმცოდნეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონფერენციაა, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. აშშ-ის საელჩო ამ კონფერენციასა და მომხსენებლებს მხარს უჭერს. შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები საელჩოს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობენ და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მოვლენაა. კონფერენციაზე სხვადასხვა საკითხების მიმართ მრავალმხრივი მულტი დისციპლინარული მიდგომა იქნება და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი