მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოდესაში მისი მძღოლი სასტიკად სცემეს

საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 19 ნოემბერს, ღამით, ოდესაში უცნობმა პირებმა მისი მძღოლი სასტიკად სცემეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. სააკაშვილი თვლის, რომ უშუალო გარემოცვაზე დარტყმით ცდილობენ მისი უკრაინიდან გაძევებას.

“დღეს, ორი უცნობი პირი მას სახლთან დახვდა და სასტიკად სცემა. ვლადიმერი იხსენებს, რომ მან ორი გაჩერებული ავტომობილი შენიშნა, რომლებიც ხშირად დაგვყვებიან. იგი ფიქრობს, რომ უშიშროების სამსახურის ავტომობილი იყო“, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები