შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
ბესიკ ამირანაშვილი 2008-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. 2012-2013წწ. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2014წწ. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, 2014-2015წწ. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, 2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი, 2015-2016წწ. შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2016-2017 წლებში კი იგი იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. ბესიკ ამირანაშვილმა 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები