თამარ ჩუგოშვილი: თავს შევიკავებდი სახალხო დამცველის კრიტიკისგან

0

პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი უჩა ნანუაშვილის მიმართ მიმდინარე დისკუსიას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი სასიამოვნო სანახავი არ არის. როგორც მან აღნიშნა ეს სახალხო დამცველი ბოლოა, ვისაც ის გააკრიტიკებს, რადგან გარკვეული პოზიცია აქვს, თუ რას წარმოადგენს სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყანაში.

“ზოგადად, მგონია, რომ ამ საკითხზე იმაზე მეტი კომენტარი გაკეთდა, ვიდრე უნდა გაკეთებულიყო. ეს ყველაფერი სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ არის. მე თავს შევიკავებდი დამატებითი კომენტარისგან და მით უმეტეს, სახალხო დამცველის კრიტიკისგან. სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან გარკვეული წარმოდგენა და პოზიცია მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყანაში”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება უჩა ნანუაშვილის შემცვლელს, თამარ ჩუგოშვილის თქმით, მსჯელობა გრძელდება და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი ერთიან კანდიდატურაზე მომავალ კვირაში ჩამოყალიბდება.

კომენტარები

კომენტარი