იან კელი: ბორდერიზაციის ყველა ნაბიჯი არალეგალურია, ჩვენ არ ვცნობთ ამ ე.წ. საზღვრებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბორდერიზაციის ყველა ნაბიჯი არალეგალურია, ვინაიდან ე.წ. საზღვრებს ისინი არ ცნობენ.

„ჩვენ ამ ქმედებას ნეგატიურად და უარესობისკენ გადადგმულ ნაბიჯად ვაფასებთ. ვთვლით, რომ ბორდერიზაციის ყველა ნაბიჯი არის არალეგალური, იმიტომ, რომ უბრალოდ, არ ვცნობთ ამ ე.წ. საზღვრებს და სხვა დაბრკოლებებს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს სხვა ნაწილებში მცხოვრებ მოსახლეობას შორის“, – განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე უკანონო ხელოვნური ბარიერი აღმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები