თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე იქნება

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ციან ქემინგმა პროფესიული საქმიანობა 1987 წელს დაიწყო და ჩინეთის დემოკრატიულ ლიგას შეუერთდა.

იგი აგრონომის ბაკალავრის ხარისხს ანჰუის სოფლის მეურნეობის კოლეჯიდან, ხოლო გენეტიკისა და მეცხოველეობის მაგისტრის ხარისხსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ფლობს, ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან.

ქემინგი წარმატებით მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის თანაშემწედ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების კორპორაციის გენერალურ მენეჯერად, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამრეწველო განვითარების ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილედ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკისა და განვითარების ინსტიტუტის დოქტორანტურის საფეხურის გენერალურ დირექტორად და ზედამხედველად.

2005 წელს იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის ხელშეწყობის ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

2008 წლის სექტემბერში ციან ქემინგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზრის განვითარებისა და ეკონომიკური ინფორმაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი გახდა და შემდგომში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარების დაგეგმვის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, ასევე, ეროვნული სასოფლო-სამეურნეო რესურსების დაგეგმვის ოფისის დირექტორი.

2013 წლის დეკემბერში გახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი ეკონომისტი, ხოლო 2015 წლის აპრილში ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ქემინგი იყო ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე -11 და მე -12 ეროვნული კომიტეტის მუდმივმოქმედი წევრი და ჩინეთის დემოკრატიული ლიგის ცენტრალური კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები