საპარლამენტო დელეგაცია ოტავაში ახალგაზრდა პარლამენტარების გლობალურ კონფერენციაზე მონაწილეობს

კანადაში, ოტავაში, ახალგაზრდა პარლამენტარების მეოთხე საპარლამენტთაშორისო კავშირის გლობალური კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას საქართველოს პარლამენტის წევრები – ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა გაბუნია, დავით სონღულაშვილი და ცოტნე ზურაბიანი ესწრებიან .

პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენცია, რომელსაც 54 ქვეყნის 150-ზე მეტი ახალგაზრდა პარლამენტარი ესწრება, ორ დღეს 17-18 ნოემბერს მოიცავს და ეთმობა თემას “Young parliamentarians as drivers of inclusion”.

კონფერენცია სესიებად და პანელ-დისკუსიებადაა დაყოფილი, რომელიც ძირითადად მიგრაციისა და ახალი გლობალური კომპაქტის შესახებ უსაფრთხო, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის პოლიტიკის საკითხებს ეთმობა და გულისხმობს ახალგაზრდა პარლამენტარების ჩართვას, მათ მონაწილეობას აღნიშნული საკითხების რეგულაციაში.

პირველი სესია – ახალგაზრდები მოძრაობაში: მიგრაცია 21-ე საუკუნეში.

პანელ-დისკუსიები: მიგრაცია და სოციალური ჩართულობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები