ლევან დავითაშვილი: ინფლაციური კუთხით, საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება ფასებთან პირდაპირ ბმაში არ არის. როგორც მან აღნიშნა, ინფლაციური კუთხით, საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

“ლარის გაუფასურება ფასებთან ბმაში პირდაპირ არ არის. საუბარია ამ შემთხვევაში, ინფლაციის ტემპზე და ინფლაციის ტემპის კონტროლს ახორციელებს ეროვნული ბანკი. ინფლაციური კუთხით, ჩვენ არ გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა. აქ არ შეინიშნება ფასების ზრდა, მათ შორის, არც ადგილობრივ პროდუქციაზე”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები