კომპანია “Tesla”-მ პირველი ელექტრო-სატვირთო ავტომობილი შექმნა
კომპანია “Tesla”-მ პირველი ელექტრო-სატვირთო ავტომობილი შექმნა, რომელიც კონკურენციას დიზელზე მომუშავე სატვირთოებს გაუწევს.
სავარაუდოდ, ელექტრო-სატვირთო ავტომობილი, ერთხელ დამუხტვის შედეგად, 500 მილის გავლას შეძლებს. აშშ მის წარმოებას 2019 წლიდან დაიწყებს.
ელექტრო-სატვირთო 60კმ/სთ სიჩქარეს 20 წამში განავითარებს. „ეს არის სატვირთო, რომლის მსგავსიც არასდროს გიტარებიათ“, განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ელონ მასკიმ.
კომპანია “Tesla”-მ, ყველასათვის მოულოდნელად, კიდევ ერთი „ყველაზე სწრაფად დამზადებული ავტომობილი“, სახელწოდებით „Roadster” წარმოადგინა, რომელიც 100კმ/სთ სიჩქარეს 4,2 წამში განავითარებს. ახალი უსწრაფესი „Roadster”, გაყიდვაში 2020 წელს გამოვა.