ძველ ანაგაში სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს

0

კახეთში, სოფელ ძველ ანაგაში, სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტით დაგეგმილია, როგორც ფოლადის სადაწნეო, ასევე, გამანაწილებელი მილსადენის მოწყობა. დამონტაჟდება წყალმიმღები კვანძი, ტუმბო აგრეგატები და რეზერვუარი. სამუშაოები სატუმბი ტერიტორიის შემოღობვას ითვალისწინებს. ჩატარდება სატუმბი სადგურის ელექტროენერგიით უზრულველსაყოფი ღონისძიებები.

განხორციელებული პროექტის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 1 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი.

პროექტს, რომლის ღირებულება 2 413 700 ლარია, სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი