უკრაინის „აზრის ლიდერების“ რეიტინგში „ოკეან ელზის“ სოლისტი ლიდერობს

0

უკრაინული მედია, ქვეყნის მასშტაბით, სოციალურ ქსელებში „აზრის ლიდერების“ ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს.
აღნიშნული რეიტინგის სათავეში მუსიკალური ჯგუფის „ოკეან ელზას“ სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკია, მას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოსდევს. მესამე და მეოთხე ადგილებს, რეიტინგის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და ვიდეობლოგერი ანატოლი შარიი იყოფენ.
როგორც უკრაინული მედია წერს, სოციალური ქსელების უკრაინულ აუდიტორიას ერთი ნიშანთვისება გააჩნია, რომელიც მას სხვა ქვეყნების მომხმარებლებისგან თვისობრივად გამოარჩევს. „აქ მეჯლისი მიყავთ არა შოუმენებს და ვარსკვლავებს, არამედ პოლიტიკურად და სოციალურად აქტიურ მოქალაქეებს. აქ ერთმა პოსტმა შეიძლება რევოლუცია გამოიწვიოს, წარმატებული ბლოგერობა პოლიტიკაში გზებს ხსნის, აღშფოთებული მომხმარებლების ფლეშმობი კი, მნიშვნელოვანი რეფორმების წინაპირობა ხდება.“ რეიტინგის მეხუთე ადგილზე უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვია, ყოფილი პრემიერი არსენ იაცენუკი კი, მეექვსე ადგილზეა. სიის მეშვიდე ადგილს პოპულარული პედიატრი და წამყვანი ევგენი კომაროვსკი იკავებს. კიევის მერი, ყოფილი სპორტსმენი ვიქტორ კლიჩკო კი, მხოლოდ მეცხრე ადგილს დასჯერდა.

კომენტარები

კომენტარი