სილვიო ბერლუსკონის ყოფილმა მეუღლემ 60 მილიონი ევრო უნდა დაუბრუნოს

FILE PHOTO: Italy's Prime Minister Silvio Berlusconi sits near a television monitor showing images of him and his wife Veronica Lario during the taping of television program Porta a Porta ("Door to door") in Rome, Italy May 5, 2009. REUTERS/Remo Casilli/File Photo

იტალიური სასამართლოს გადაწყვეტილებით, სილვიო ბერლუსკონის, ყოფილმა ცოლმა ვერონიკა ლარიომ, 60 მილიონი ევრო უნდა დაუბრუნოს. ამ რაოდენობის თანხა ლარიომ, ალიმენტების სახით, ყოფილი ქმრისგან 2014 წელს, განქორწინების შემდეგ მიიღო. ასეთი გადაწყვეტილება მილანის სააპელაციო სასამართლომ მხარეების მრავალწლიანი დავის შემდეგ გამოიტანა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ლარიოს, ყოფილი მეუღლისგან, 1,4 მილიონის ოდენობის ყოვლთვიური შემწეობის მიღების უფლება აღარ აქვს, როგორც აქამდე ქალაქ მონცას სასამართლოს ჰქონდა დადგენილი. სასამართლო დავის გადამწყვეტი არგუმენტი ის გახდა, რომ ამ ეტაპზე ლარიოს თავად შეუძლია თავის რჩენა და, არსებული კანონმდებლობით, არა აქვს ყოფილი მეუღლისგან დამატებითი თანხების მიღების უფლება. ალიმენტის გაუქმების მოთხოვნისას, ბერლუსკონის ადვოკატებმა წარმოადგინეს დოკუმენტები იმის შესახებ, რომ ლარიოს 16 მილიონი ევროს ოდენობის ფულადი სახსრები გააჩნია, ფლობს მრავალრიცხოვან ძვირფასეულობას და უძრავ ქონებას. ეს კი, მათი აზრით, ამტკიცებს, რომ ქალბატონს თავის რჩენა ყოფილი მეუღლის გარეშეც მშვენივრად შეუძლია.
სილვიო ბერლუსკონიმ მსახიობი ვერონიკა ლარიო 1980 წელს გაიცნო. 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, როცა უკვე სამი შვილის მშობლები იყვნენ, მათ ოფიციალური ქორწინება დაარეგისტრირეს. 2009 წელს კი, ლარიომ განქორწინება მოითხოვა. 2014 წელს პროცედურა ქალაქ მონცაში ოფიციალურად დასრულდა, თუმცა, მეუღლეები კიდევ დიდხანს დავობდნენ ალიმენტებთან დაკავშირებით. თავდაპირველად ბერლუსკონი ყოფილ ცოლს თვეში 4 მილიონ ევროს უხდიდა, თუმცა, გასაჩივრების შემდეგ, ეს თანხა 1,4 მილონამდე შემცირდა.
ამ დროისთვის 81 წლის ბერლუსკონის ახლო ურთიერთბა აქვს 32 წლის ფრანჩესკა პასკალესთან, რომელმაც რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ მისი ცოლობა სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები