ქაბულში მომხდარ ტერაქტს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ ტერაქტს 20- მდე ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება დღეს ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ მოხდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
დაღუპულთა შორის რვა სამართალდამცველია. დაშავებულია ათამდე პირი. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს აამოქმედა, როდესაც რესტორნიდან მოქალაქეები გამოდიოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები