ნუკრი ქანთარია: გვინდა, ეროვნულმა ბანკმა, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთოს

0

გვინდა ეროვნულმა ბანკმა გვითხრას და განმარტებები გააკეთოს, რაც დღეს ხდება ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
„იმიტომ კი არ ხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში დაბარება, რომ ის განტევების ვაცად გამოვაცხადეთ და ყველა პრობლემა მას ავკიდეთ, უბრალოდ, პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებული უწყება არის და ასეთი გასაჭირი რომ იქმნება, აუცილებელია, გარკვეული განმარტებები გაკეთდეს. მოცემულ შემთხვევაში, დუმილი და მოლოდინები, – თავისით რაც მოხდება, მოხდება- სწორი არ არის.
ამიტომ, გვინდა ეროვნულმა ბანკმა გვითხრას და განმარტებები გააკეთოს, რაც დღეს ხდება ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში. არც ისაა ჩვენი მოთხოვნა, რომ ხელოვნურად მოახდინოს ძალიან მოკლევადიანი ჩარევა, გამოსწორდეს ვითარება და მერე უარესად წავიდეს საქმე. საერთოდ, უნდა დავუგდოთ ყური პროფესიონალების რჩევებს ამ შემთხვევაში და საზოგადოებასაც მივცეთ სათანადო ინფორმაცია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი