საბერძნეთში, სტიქიის შედეგად დაკარგულ მოქალაქეებს ეძებენ

სამაშველო ჯგუფი, ცენტრალურ საბერძნეთში, სტიქიის შედეგად დაკარგულ 6 ადამიანს ეძებს. ათენთან ახლოს მდებარე 3 ქალაქში, რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზიანა, საავტომობილო გზები აღადგინეს, თუმცა, ამ დრომდე სკოლები და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები არ გახსნილა.
ბევრი ადამიანი სახლის გარეშეა დარჩენილი, მათი საცხოვრებლები სტიქიის შედეგად, სრულიად დაიტბორა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კატასტროფული წყალდიდობის გამო, ეროვნული გლოვის დღე გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები