იუსტიციის სასწავლო ცენტრში სტუდენტებისთვის, ტრეფიკინგის თემაზე, კონფერენცია ჩატარდა

თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სტუდენტებისთვის, კონფერენცია „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა” გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. ღონისძიებაზე დასწრების სურვილი 104-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა, წარმოსადგენი დოკუმენტაციის გადარჩევის შედეგად, კონფერენციისთვის  40 სტუდენტი შეირჩა.

ღონისძიების მიზანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ტრეფიკინგის კუთხით სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების, ტრეფიკინგის თანამედროვე ტენდენციების და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის მიზნით არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ.

კონფერენცია სტუდენტებისთვის უფასო იყო და ის იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის რესურსებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები