თვითნასწავლი მხატვრის დავით ნავროზაშვილის იუბილე (ფოტოკოლაჟი)

გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, თვითნასწავლი მხატვრის დავით ნავროზაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, მისი ნახატების გამოფენა გაიმართა.

დავით ნავროზაშვილი რეპრესირებული ხელოვანი იყო, რომელიც გადასახლებიდან დაბრუნების შემდგომ მხოლოდ 1964 წელს იქნა რეაბილიტირებული. მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, ის თავდაუზოგავად იღწვოდა, მან კასპელებს თევდორე მღვდლის (წამებული), საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავას და აფხაზეთის ბრძოლაში დაღუპული კასპის გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტები დაუტოვა. დავით ნავროზაშვილი პოეტიც იყო,  ღონისძიებაზე მისი ლექსი მისმა შთამომავალმა, ასევე პოეტმა, ზვიად ნავროზაშვილმა წაიკითხა.

ღონისძიების ორგანიზატორები კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მუზეუმების გაერთიანება, გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი იყვნენ.

 

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები