ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი 450 მილიონ დოლარად გაიყიდა

ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი „სალვატორ მუნდი“ (სამყაროს მხსნელი), ნიუ იორკში გამართულ აუქციონზე, რეკორდულ ფასად 450 მილიონ დოლარად გაიყიდა.
აუქციონის სატენდერო ფასი 100 მილიონი დოლარიდან დაიწყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით, ნამუშევარი 400 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა უცნობია, მან აუქციონში მონაწილეობა ტელეფონით მიიღო.
ფერწერული ტილო ცნობილია როგორც „სალვატორ მუნდი“ (სამყაროს მხსნელი), რომელიც და ვინჩიმ 1506 წელს საფრანგეთის მონარქის, ლუი მერვეს დაკვეთით შექმნა.
ნახატი ფირფიცარზეა შესრულებული, მაცხოვარი მარჯვენა ხელით სამყაროს ლოცავს, მარცხენაში კი ბროლის სფერო უჭირავს. 1958 წელს ლონდონში გამართულ აუქციონზე, და ვინჩის „სალვატორ მუნდი“, სულ რაღაც 45 გირვანქად გაიყიდა.
„სალვატორ მუნდი“ აუქციონამდე, რუს მილიარდერ დიმიტრი რიბოლოვლევს ეკუთვნოდა, რომელმაც 2013 წელს 127,5 მილიონ დოლარად შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები