ტეხასის სკოლაში მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში, რამდენიმე მოსწავლემ აქცია გამართა. მათ განაცხადეს, რომ მასწავლებელმა ერთ-ერთ მათგანს შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც მოსწავლე ესპანურად საუბრობდა, მასწავლებელმა მას უთხრა „დაბრუნდი მექსიკაში“.
მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სკოლის ადმინისტრაციას მიმართეს, თუმცა, მათ არანაირი რეაგირება მოუხდენიათ.
„ზრდასრულმა თანამშრომელმა სტუდენტის მიმართ ისეთი კომენტარი გააკეთა, რომელიც ტოლერანტული არ არის, ამიტომ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა ლიზა ბუშმა.
აქციის მიმდინარეობისას, პროტესტანტებმა სასწავლო პროცესი ჩაშალეს, რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრიეს და ჭერი დააზიანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები