თეა წულუკიანი: საქართველოს ისტორიაში უჩა ნანუაშვილი პირველი უსამართლო ომბუდსმენია
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ისტორიაში უჩა ნანუაშვილი პირველი უსამართლო ომბუდსმენია.
მინისტრმა ასე შეაფასა უჩა ნანუაშვილის ხუთწლიანი მოღვაწეობა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თეა წულუკიანი სახალხო დამცველის მიერ ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიშს გამოეხმაურა.
“ძალიან გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, რადგან უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას საქმიანობის. მე ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოს ისტორიაში, რომლის განცხადებებზეც კომენტარს არ გავაკეთებ”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
სახალხო დამცველმა ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.