ლადო ბოჟაძე: სამინისტროების გაუქმება წინგადადგმული და სწორი ნაბიჯია

“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე სამთავრობო ცვლილებებსა და მერიაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიესალმება სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, თუმცა, მისივე თქმით, დრო აჩვენებს, რამდენად გონივრული იყო, ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
“მისასალმებელია, როდესაც მცირდება სამინისტროების რაოდენობა, მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს ხელისუფლება კონკრეტული დარგების მიმართ, რომლებსაც აღარ ჰყავთ პასუხისმგებელი პირი მინისტრის ხაზით. ამ დარგების მუშაობას ეს არ უნდა შეეტყოთ. მეორე მხრივ, მართვა უნდა იყოს ეფექტური, ახალმა მინისტრებმა ახალ ამპლუაში უნდა შეძლონ, ღირსეულად მართონ სამინისტროები. დრო გვიჩვენებს, იყო თუ არა გონივრული ასეთი გადაწყვეტილების მიღება და რამდენად კარგად იმუშავებს ეს პროცესი. ჯერჯერობით, შეფასება ნაადრევია, რადგან უნდა ვაცალოთ ამ ადამიანებს მუშაობა”,- განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
ბოჟაძემ მერიაში მიმდინარე პროცესებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ კახა კალაძემ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიიღო, თუმცა მისი აზრით, საკადრო ცვლილებები, რომელიც ახალმა მერმა განახორციელა, დროებითია. ლადო ბოჟაძე დარწმუნებულია, რომ გაზაფხულზე გარკვეული ცვლილებები კიდევ იქნება, როგორც მერიაში, ისე ხელისუფლებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები