ნიგერიაში ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

ნიგერიის ქალაქ მაიდუგურში, ოთხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. მომხდარის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.
ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი, საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და აფეთქების შედეგად დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, მეორე ტერორისტმა კი თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც მორწმუნეები საღამოს ლოცვას აღავლენდნენ.
მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვი „Boko Haram”-ის დაჯგუფებაზე მიიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები