თამარ ჩუგოშვილი: ევროპარლამენტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის წინ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას ეხმაურება.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რეზოლუციის მიღებას ხელი შეუწყო სამი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივმა წერილმა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპარლამენტს მოუწოდეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტის წინ,  მხარდამჭერი რეზოლუცია მიეღო.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის წინ ევროპარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო. ამ რეზოლუციის მიღებას ხელი შეუწყო სამი სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ, რომელიც სამი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგად, ერთობლივად შემუშავდა. რეზოლუციაში მოცემულია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით, ასევე, ნათლად არის გამოკვეთილი ევროპარლამენტის ნება, რომ გაიზარდოს საქართველოს მხარდაჭერა და დაფინანსება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის განხორციელებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას, ასევე, ჩვენს კოლეგებს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ამ შედეგის  მიღწევისთვის ძალიან დიდი შრომა გასწიეს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით მომზადდა და მას ხელს ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუ და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბი აწერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები