საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუდმივმოქმედი კომისიების ხელმძღვანელები აირჩიეს

თბილისის  საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებს  დასამტკიცებლად კომისიების ხელმძღვანელების  კანდიდატურები წარუდგინა.

კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, მეექვსე მოწვევის საკრებულოში მოქმედ კომისიებს  უხელმძღვანელებენ:

იურიდიული საკითხთა კომისია – ლევან ჟორჟოლიანი;

ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია – გიორგი ბირბიჩაძე; ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია – რევაზ სოხაძე;

სარევიზიო კომისია – რიმა ბერაძე;

ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია – ირაკლი ზარქუა;

განათლებისა და კულტურის კომისია – თამარ ტალიაშვილი;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია- თედო ისაკაძე;

ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია – ოთარ გრიგოლია;

გარემოს დაცვის კომისია – ერეკლე კუხიანიძე;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია – გიორგი ჩაკვეტაძე;

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია – თინათინ ნიბლოშვილი;

დღესვე სხდომაზე დეპუტატებმა კომისიების პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები